კახიშვილი მინისტრის მოადგილეა - კვირის პალიტრა

კახიშვილი მინისტრის მოადგილეა

სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის პირველ მოადგილედ იურისტი კახა კახიშვილი დანიშნეს, რომელმაც წარდგენის დღესვე ისაუბრა იმ რეფორმაზე, რომელიც ამ სამინისტროში იგეგმება. მისი თქმით, სასჯელაღსრულების დეპარტამენტი გახდება რიგითი დეპარტამენტი, რომელიც სამინისტროს დაქვემდებარებაში თავის ბიუჯეტიანად გადავა. "დღეს სად-ი არის სახელმწიფო სახელმწიფოში. ეს უწყება მინისტრს აზრს საერთოდ არც ეკითხებოდა, ზოგ შემთხვევაში კი ტელეფონსაც არ პასუხობდა. თუ მინისტრი პოლიტიკურად არის პასუხისმგებელი, ტექნიკური პასუხისმგებლობაც უნდა იკისროს. სწორედ აქედან გამომდინარე,  რეფორმის შედეგად ყოველგვარ პასუხისმგებლობას სამინისტრო აიღებს", - განაცხადა კახიშვილმა.