პარლამენტის განცხადება
20-10-2014
პარლამენტმა აფხაზეთის საკითხზე უმრავლესობის მიერ მომზადებული დოკუმენტი მიიღო, რომელშიც ნათქვამია, რომ საქართველოს პარლამენტი გმობს რუსეთის ფედერაციის მცდელობას, მოახდინოს ოკუპირებული აფხაზეთის ანექსია და მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, გააძლიეროს ძალისხმევა საერთაშორისო წესრიგისა და სამართლის ნორმების დასაცავად, ყველა შესაძლო ბერკეტის გამოყენებით. "საქართველოს პარლამენტი მხარს უჭერს საქართველოს მთავრობას, რათა ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება პრიორიტეტულ თემად იქცეს რუსეთსა და საქართველოს, პარტნიორ ქვეყნებს შორის ურთიერთობათა პროცესში, აგრეთვე საერთაშორისო ფორუმებზე უსაფრთხოების მსჯელობისას." - ნათქვამია პარლამენტის განცხადებაში. აფხაზეთის საკითხთან
დაკავშირებით რეზოლუციის ტექსტი ,,ნაციონალურმა მოძრაობამაც" მოამზადა, რომელსაც კანონმდებლებმა მხარი არ დაუჭირეს.  

orjer devnili
20 ოქტომბერი 2014 13:14
სასაცილოები ხართ უმრავლესობა,ამას არ იყო გიკიჟინებდნენ უმცირესობა მთელი ეს ორი წელიწადი.

რედაქტორის რჩევით