რუსეთი საქართველოს ანექსიას აგრძელებს
20-10-2014
აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ, რომლის მე-5 მუხლი რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით,  საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით ერთობლივი მოქმედებებიც იგეგმება. ასევე იგეგმება ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო-კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნა. რუსეთი იღებს ვალდებულებას, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას. ოფიციალურმა თბილისმა ეს პროექტი უკვე შეაფასა
საქართველოს ანექსიის მცდელობად. აზრთა სხვადასხვაობაა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტშიც, სადაც ამ შეთანხმებას გარკვეულწილად "სუვერენიტეტის დაკარგვად" აფასებენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით