რუსეთი საქართველოს ანექსიას აგრძელებს - კვირის პალიტრა

რუსეთი საქართველოს ანექსიას აგრძელებს

აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტში რუსეთსა და აფხაზეთს შორის "მოკავშირეობისა და ინტეგრაციის" შესახებ შეთანხმების პროექტს განიხილავენ, რომლის მე-5 მუხლი რუსეთის შეიარაღებულ ძალებსა და აფხაზეთს შორის გაერთიანებული დაჯგუფების შექმნას ითვალისწინებს. პროექტის მიხედვით,  საერთო თავდაცვითი ინფრასტრუქტურის შექმნა და აფხაზეთის ე.წ. საზღვრის დაცვასთან დაკავშირებით ერთობლივი მოქმედებებიც იგეგმება. ასევე იგეგმება ერთიანი სოციალური და ეკონომიკური, საერთო-კულტურული და ჰუმანიტარული სივრცეების შექმნა. რუსეთი იღებს ვალდებულებას, ყოველმხრივ შეუწყოს ხელი აფხაზეთის საერთაშორისო კავშირების უზრუნველყოფას. ოფიციალურმა თბილისმა ეს პროექტი უკვე შეაფასა საქართველოს ანექსიის მცდელობად. აზრთა სხვადასხვაობაა აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტშიც, სადაც ამ შეთანხმებას გარკვეულწილად "სუვერენიტეტის დაკარგვად" აფასებენ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).