"დათვი არავის არაფერს შეეკითხება"
27-10-2014
რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სოჭში, "ვალდაის" კლუბში სიტყვით გამოსვლისას ქვეყნის ინტერესების დაცვაზე მინიშნებებით ილაპარაკა, რისთვისაც რამდენიმე ცნობილი გამონათქვამი: "რაც იუპიტერისთვის არის დაშვებული, დაუშვებელია ხარისთვის", "დათვი ნებართვას არავისგან აიღებს" და "დათვი ტაიგას არავის მისცემს" მოიშველია. "შეიძლება ხარისთვის რაღაც დაუშვებელია, მაგრამ მინდა გითხრათ, რომ დათვიც არავის არაფერს შეეკითხება. საერთოდაც, დათვი ჩვენთან ტაიგის პატრონად მიიჩნევა და ვიცი, რომ მისთვის არ არის ხელსაყრელი სხვა კლიმატურ ზონაში ყოფნა. ის ტაიგას არავის დაუთმობს. ვფიქრობ, ეს ყველასთვის
გასაგები უნდა იყოს", - განაცხადა პუტინმა. მისი განცხადებით, საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, დასავლეთის ქვეყნებმა გადაწყვიტეს, რუსეთისთვის არაფერი ეკითხათ და იმას აკეთებდნენ, რაც სურდათ.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით