"თბილისობა-2014" - კვირის პალიტრა

"თბილისობა-2014"

25-26 ოქტომბერს დედაქალაქში ტრადიციული თბილისობა გაიმართა, რომელიც  თბილისის მარათონით გაიხსნა და "საპატიო თბილისელის" წოდების მინიჭებით გაგრძელდა. "საპატიო თბილისელის" წოდება 10 კაცს მიენიჭა, მათ შორის არიან: ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი საქართველოში რიჩარდ ნორლანდი და ისრაელის ელჩი საქართველოში იუვალ ფუქსი. "ეს ჯილდო დიდი პატივია, ეს გახლავთ ისეთი რამ, რასაც მთელი ცხოვრება გავუფრთხილდები", - განაცხადა ამერიკის ელჩმა რიჩარდ ნორლანდმა. დღესასწაულის ფარგლებში გაიხსნა თბილისის საკრებულოს ისტორიული შენობა. დედაქალაქის მასშტაბით ორი დღის განმავლობაში არაერთი სანახაობა და ტრადიციული ბაზრობა გაიმართა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).