ახალაიას სასამართლო პროცესი - კვირის პალიტრა

ახალაიას სასამართლო პროცესი

მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმის რამდენიმეთვიანი განხილვა 17 ოქტომბერს დაასრულა და ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულების: ბაჩო ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და მეგის ქარდავას განაჩენი გამოაცხადა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მეგის ქარდავასთან ერთად, პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე მიესაჯა. საქმეში ბრალდებულ კიდევ ორ პირს, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს, რომელთაც ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრალად, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განუსაზღვრა. განაჩენს სასამართლო დარბაზში დამსწრეთა უკმაყოფილება მოჰყვა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).