ახალაიას სასამართლო პროცესი
27-10-2014
მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქმის რამდენიმეთვიანი განხილვა 17 ოქტომბერს დაასრულა და ე. წ. ნავთლუღის სპეცოპერაციის საქმეში ბრალდებულების: ბაჩო ახალაიას, ლევან ქარდავას, გიორგი მაზმიშვილისა და მეგის ქარდავას განაჩენი გამოაცხადა. თავდაცვის ყოფილ მინისტრს, მეგის ქარდავასთან ერთად, პატიმრობის ვადად 7 წელი და 6 თვე მიესაჯა. საქმეში ბრალდებულ კიდევ ორ პირს, ლევან ქარდავასა და გიორგი მაზმიშვილს, რომელთაც ნავთლუღის სპეცოპერაციის ღამეს საკონტროლო გასროლით ახალგაზრდების მკვლელობა ედებათ ბრალად, სასამართლომ თავისუფლების აღკვეთა 11 წლით განუსაზღვრა. განაჩენს სასამართლო დარბაზში
დამსწრეთა უკმაყოფილება მოჰყვა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით