მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს - კვირის პალიტრა

მერაბიშვილი დამნაშავედ ცნეს

თბილისის საქალაქო სასამართლომ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეში შს ყოფილი მინისტრი ვანო მერაბიშვილი დამნაშავედ ცნო. მერაბიშვილს ბრალად ედებოდა უფლებამოსილების გადამეტება და სამსახურებრივი სიყალბე, რის საფუძველზეც თავისუფლება 3 წლით აღეკვეთა, ასევე, აეკრძალა 2 წლით თანამდებობის დაკავება. ამავე საქმეში, კერძოდ, ოქროყანის ეპიზოდზე, შსს-ს ყოფილ თანამშრომელს გერონტი ალანიას სასჯელის საბოლოო ვადად 4 წელი და 6 თვე და 2.000-ლარიანი ჯარიმა განესაზღვრა. მოსამართლის გადაწყვეტილებით, ასევე 2,3 წლით შეეზღუდა თანამდებობაზე მუშაობა. ამავე ეპიზოდზე ბრალდებულ ვალერიან მეტრეველს 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2.000-ლარიანი ჯარიმა შეეფარდა. "სასაცილოა სამი წელი ვანო მერაბიშვილის დასასჯელად, ის, ფაქტობრივად, ამ დანაშაულს ხელმძღვანელობდა. სასჯელი არაადეკვატურია", - განაცხადა სანდრო გირგვლიანის მამამ გურამ გირგვლიანმა.