მინაშვილმა "იხულიგნა" - კვირის პალიტრა

მინაშვილმა "იხულიგნა"

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ბაჩანა ახალაიასა და სხვათა მიმართ განაჩენის სარეზოლუციო ნაწილის გადაწყვეტილების გამოცხადების შემდგომ, საქმის განმხილველმა მოსამართლე ბესიკ ბუგიანიშვილმა საქართველოს პარლამენტის წევრ აკაკი მინაშვილისგან მობილურ ტელეფონზე შეურაცხმყოფელი ტექსტური შეტყობინება მიიღო. ასევე გასცდა ეთიკის საზღვრებს კანონმდებლის გამონათქვამები სოციალურ ქსელში. "თბილისის საქალაქო სასამართლო გმობს და სასამართლოს დისკრედიტაციად აფასებს მომხდარ ფაქტს", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.