"ნაციონალური მოძრაობა" საპროტესტო აქციას აანონსებს
27-10-2014
"ნაციონალური მოძრაობა" 15 ნოემბერს, რუსთაველის პროსპექტზე საპროტესტო აქციას გამართავს. როგორც თანაპარტიელებთან ერთად გამართულ ბრიფინგზე "ნაციონალური მოძრაობის" წევრმა ზურაბ ჯაფარიძემ განაცხადა, აქციის მიზანია "საქართველოს ხელისუფლებასა და საერთაშორისო თანამეგობრობას აჩვენონ, რომ საქართველო არასდროს შეეგუება საკუთარი მიწა-წყლიდან გამოდევნილ ნახევარ მილიონ ადამიანს და აფხაზეთის ანექსიას". "იქიდან გამომდინარე, რომ სახეზეა რუსეთის მიერ საქართველოს სუვერენული ტერიტორიის ღია და თავხედურად დე იურე ანექსიის მცდელობა, იქიდან გამომდინარე, რომ ხელისუფლება არაფერს აკეთებს, რომ ეს საკითხი იდგეს საერთაშორისო თანამეგობრობის დღის
წესრიგში, გადავწყვიტეთ, მოვაწყოთ საპროტესტო აქცია", - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით