მისია გრძელდება
27-10-2014
საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ნატოს მოკავშირეთა გაერთიანებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი და ამერიკის ევროპული სარდლობის მეთაური გენერალი ფილიპ ბრიდლავი იმყოფებოდა. თავდაცვის მინისტრ ირაკლი ალასნიას თქმით, შეხვედრაზე რეგიონის უსაფრთხოების თემა განიხილეს. ლაპარაკი ასევე შეეხო საქართველოს საერთაშორისო მისიებში მონაწილეობასა და თანამშრომლობის გეგმებს. როგორც ალასანიამ განაცხადა, საქართველო 2015 წელს ავღანეთში უსაფრთხოების მისიას ნატოსთან ერთად გააგრძელებს და ერთ-ერთი ის ქვეყანაა, რომელიც მისიაში ყველაზე დიდი კონტინგენტით იქნება წარმოდგენილი. გენერალი ფილიპ ბრიდლავი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსაც
შეხვდა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით