გიორგი მარგველაშვილი იაპონიაში
27-10-2014
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი 5-დღიანი ოფიციალური ვიზიტით იაპონიას მეუღლესთან ერთად სტუმრობდა. გიორგი მარგველაშვილმა პირველი ოფიციალური შეხვედრა საგარეო საკითხებში სახელმწიფო მინისტრ მინორუ კიუჩისთან აეროპორტშივე გამართა. ვიზიტის ფარგლებში ასევე შეხვდა ლიბერალურ-დემოკრატიული პარტიის გენერალურ მდივანსა და იაპონიის სოფლის, მეთევზეობისა და სატყეო მეურნეობის მინისტრს. საქართველოს პრეზიდენტსა და მის მეუღლეს იაპონიის იმპერატორმა აკიჰიტომ საკუთარ სასახლეში უმასპინძლა. მარგველაშვილი იაპონიის ეროვნულ პრესკლუბსაც ეწვია და იაპონიის პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ მხარეებმა იაპონიასა და საქართველოს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი
გააფორმეს.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით