"შონზო" ნაციონალების მაჟორიტარი კანდიდატი იქნება - კვირის პალიტრა

"შონზო" ნაციონალების მაჟორიტარი კანდიდატი იქნება

უკვე მივეჩვიეთ, რომ "ნაციონალური მოძრაობის" საარჩევნო სიებში ხელოვნებისა და შოუბიზნესის წარმომადგენლები თითქმის ყოველთვის არიან. ახლახან "კვირის

პალიტრისთვის" ისიც გახდა ცნობილი, რომ ადგილობრივ არჩევნებზე  "ნაციონალური მოძრაობის" მაჟორიტარი კანდიდატი ისნის  რაიონში ზურა გაჩეჩილაძე, იგივე "შონზო" იქნება.

"კონსტიტუციის 83-ე მუხლის თანახმად, საკრებულოს წევრს ხელოვნების სფეროში საქმიანობა არ ეკრძალება. ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობა არა პოლიტიკოსობის, არამედ დედაქალაქის წინსვლის სურვილმა გადამაწყვეტინა. ამავე დროს, "ნაციონალური მოძრაობა" ძალიან ახლოს არის ჩემს იდეოლოგიასა და პოლიტიკურ შეხედულებებთან.

მართალია, არ ვიცი, ვინ იქნება ჩემი კონკურენტი, მაგრამ საკუთარი თავის იმედი მაქვს, არც ჭკუა მაკლია და არც გამოცდილება", - განაცხადა "შონზომ".