"იგეგმება სეპარატისტული რეგიონების აღიარება" - კვირის პალიტრა

"იგეგმება სეპარატისტული რეგიონების აღიარება"

"იგეგმება აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის საერთაშორისო მასშტაბით აღიარება", - განაცხადა ლეიბორისტული პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნესტან კირთაძემ,

რომლის ინფორმაციით, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონს საერთაშორისო მასშტაბით ლობირებას გაუწევს ამერიკული პიარსააგენტო  შაყლორ ჩომპანყ", რომელსაც ხელმძღვანელობს გაზეთ ""ლოს-ანჯელეს თაიმსის"" ყოფილი მთავარი რედაქტორი მარკ სეილორი. კირთაძის განცხადებით, მიმდინარე წლის ივლისში აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტმა რეგისტრაციაში გაატარა ამ კომპანიის კონტრაქტები აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სეპარატისტულ მთავრობებთან. "ლეიბორისტული პარტია" მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სანქციები დაუწესოს კომპანიას, რომლის საქმიანობაც აკანონებს სეპარატიზმს საერთაშორისო ურთიერთობებში და ეწინააღმდეგება თვით აშშ-ის პოლიტიკას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შესახებ.