პატრიარქმა ნათლულები შეკრიბა - კვირის პალიტრა

პატრიარქმა ნათლულები შეკრიბა

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ნათლისღების დღესასწაულზე თავის ნათლულებს სპორტის სასახლეში უმასპინძლა.

პატრიარქმა ნათლულებსა და სრულიად საქართველოს ნათლისღების დღესასწაული მიულოცა და  ერს რწმენის გაძლიერებისა და სამშობლოს გაერთიანებისთვის ლოცვისკენ მოუწოდა. პატრიარქის ნათლულებს სიმბოლური საჩუქრები გადაეცათ.

სპორტის სასახლეში პატრიარქის 4300 ნათლული და მათი მშობლები იყვნენ მიწვეული. უწმინდესმა 2008 წლის ნათლისღების დღესასწაულის შემდეგ 9 ნათლობა ჩაატარა. ჩვილთა ნათლობის შემდეგ ცერემონიას პატრიარქი 27 იანვარს, ნინოობას ჩაატარებს, სადაც ჯვარდაწერილი წყვილების მესამე და მომდევნო შვილები მოინათლებიან.