პრემიერ-მინისტრის ახალი თანაშემწე
03-11-2014
პრემიერ-მინისტრის ახალი თანაშემწე
ადამიანის უფლებათა და გენდერული თანასწორობის საკითხებში პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ სასჯელაღსრულების მინისტრის ყოფილი მოადგილე სოფო ჯაფარიძე დაინიშნა. "სოფო ჯაფარიძე პროფესიით სამართალმცოდნეა, ის დღემდე ევროკავშირის პროექტის მენეჯერი იყო. მანამდე კი სასჯელაღსრულების მინისტრის მოადგილედ მუშაობდა. მოგეხსენებათ, ჩვენს მთავრობას აქვს ადამიანის უფლებათა ეროვნული სტრატეგია და სამოქმედო გეგმა, რომლის ეფექტიანად განხორციელებაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია, დარწმუნებული ვარ, რომ ქალბატონი სოფო ამ მოვალეობას თავს ღირსეულად გაართმევს", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა. ჯაფარიძემ ამ თანამდებობაზე თამარ ჩუგოშვილი შეცვალა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით