ფანჯიკიძის განმარტება - კვირის პალიტრა

ფანჯიკიძის განმარტება

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას ჩჰატჰამ Hოუსე-ში სიტყვით გამოსვლის თაობაზე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. მისი თქმით, ვიაჩესლავ ჩირიკბა ევროკავშირის მოქალაქეა, მას აქვს ჰოლანდიური პასპორტი და შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოში წასასვლელად ვიზა არ სჭირდება. ფანჯიკიძის მტკიცებით, ქართული მხარე ამ გამოსვლის თაობაზე Chatham House-ის მიერ წინასწარ იყო ინფორმირებული. `ამ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე, რაზე იყო იქ საუბარი. სხვათა შორის, ჩირიკბას ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.