ფანჯიკიძის განმარტება
03-11-2014
ფანჯიკიძის განმარტება
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრ ვიაჩესლავ ჩირიკბას ჩჰატჰამ Hოუსე-ში სიტყვით გამოსვლის თაობაზე კომენტარი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ გააკეთა. მისი თქმით, ვიაჩესლავ ჩირიკბა ევროკავშირის მოქალაქეა, მას აქვს ჰოლანდიური პასპორტი და შესაბამისად, გაერთიანებულ სამეფოში წასასვლელად ვიზა არ სჭირდება. ფანჯიკიძის მტკიცებით, ქართული მხარე ამ გამოსვლის თაობაზე Chatham House-ის მიერ წინასწარ იყო ინფორმირებული. `ამ შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საელჩოს წარმომადგენელი და ჩვენ გვაქვს აბსოლუტურად ამომწურავი ინფორმაცია იმის თაობაზე, რაზე იყო იქ
საუბარი. სხვათა შორის, ჩირიკბას ბევრი საინტერესო კითხვა დაუსვეს", - განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

vep1963
03 ნოემბერი 2014 13:19
საგულისხმო ფაქტია რუსების მონა ჩირიკბას ევროპაში ვოიაჟი და ჩვენც სწორედ რომ ამას უნდა დავეყრდნოთ რაც უფრო მეტი აფხაზი ვითომ დამოუკიდებლად მომქმედი მოხელე გამოვა ევროპულ სცენაზე მით უკეთესი იქნება ,რადგანაც ჩვენი მიზანი ხომ სწორედ ის არის რომ სწორედ რომ მსოფლიო ცივილიზირებული კანონებისა და არა რუსული კანონების მიხედვით მოხდეს საქართველოს ამ კუთხეში ინსპირირებული კონფლიქტის მშვიდობიანი და რაც მთავარია სამართლიანი დარეგულირება.ყველამ ყველაფერი მშვენივრად იცის რაც მოხდა და რაც ხდება აფხაზეთში და რასაკვირველია ისიც იციან თუ ვინ ალაპარაკებს და ვინ დგას ჩირიკბას უკან და სწორედ აქ გვჭირდება ქართველებს გონიერი და პრინციპული ქმედება რათა სამართლიანობა აღდგეს რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული ერთხელ უკვე რუსული უხეში ძალით დეფაქტოდ დაკარგული საქართველოს კუთხე ეხლა უკვე მისივე მელაკუდური დიპლომატიით მსოფლიოს თვალში ეხლა უკვე დეიურედ და საბოლოოდ არ დავკარგოთ.

რედაქტორის რჩევით