სკანდალური საქმე - კვირის პალიტრა

სკანდალური საქმე

მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს 5 მაღალჩინოსანი დააკავა. ესენი არიან: გიზო ღლონტი, ნუგზარ კაიშაური, გიორგი ლობჟანიძე, არჩილ ალავიძე და დავით წიფურია. მათ სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სს ,,სილქნეტის" სასარგებლოდ სახელმწიფო ბიუჯეტის კუთვნილი 4 102 872.6 ლარის გაფლანგვა ბრალდებათ. საქმეს გრიფი `საიდუმლო" ადევს. სასამართლომ დაკავებულებს აღმკვეთ ღონისძიებად პატიმრობა დახურულ სხდომაზე შეუფარდა, წინასასამართლო სხდომა კი 11 ნოემბერს  დაინიშნა.