პრეზიდენტის ვეტო
03-11-2014
პრეზიდენტის ვეტო
"ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ" კანონში ინიცირებული ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, ფარული მოსმენებისას, პერსონალურ მონაცემებზე წვდომის გასაღებთან დაკავშირებით, საკანონმდებლო ნორმის მომზადების ვადა 6 თვით, 2015 წლის 1-ელ აპრილამდე უნდა გადადებულიყო, პარლამენტმა კი მიიღო, მაგრამ მისი ამოქმედება, პრეზიდენტის ვეტოს გამო, ვერ მოხერხდა. აღსანიშნავია, რომ პარლამენტში აღნიშნულ კანონპროექტს მხარი "თავისუფალმა დემოკრატებმა" არ დაუჭირეს. პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს ვეტოს დადებას არასამთავრობო ორგანიზაციები სთხოვდნენ. მარგველაშვილმა მომზადებულ კანონპროექტში შენიშვნები შეიტანა და პარლამენტს ისე დაუბრუნა. მისი შენიშვნების მიხედვით ე.წ. გასაღებთან
დაკავშირებით საკანონმდებლო ნორმის მომზადების ვადად 1-ელ დეკემბრამდე არსებული პერიოდი განისაზღვრა. პარლამენტმა ვეტოს დაძლევაზე უარი თქვა და კანონი პრეზიდენტის შენიშვნებით მიიღო. პრემიერ-მინისტრ ღარიბაშვილის განცხადებით, მიმდინარე პროცესი ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების მაჩვენებელია (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით