პრემიერის ანგარიში
03-11-2014
პრემიერ-მინისტრმა საზოგადოებას მთავრობის ორწლიანი საქმიანობის ანგარიში წარუდგინა, რომელსაც სასტუმრო `რედისონში" სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ირაკლი ღარიბაშვილმა ერთსაათიან გამოსვლაში ვითარების თითქმის ყველა მიმართულება მიმოიხილა. ისაუბრა სამართლიანობის აღდგენის გზაზე მიღწეულ წარმატებაზე, ჯანდაცვის, განათლებისა და სოფლის მეურნეობაში გატარებულ რეფორმებზე. მან წინა მთავრობის პოლიტიკა გააკრიტიკა, მათ შორის ტერიტორიული მთლიანობის დაცვის საკითხში. კერძოდ, მისი თქმით, სწორედ სააკაშვილის ხელისუფლების დროს დაკარგა საქართველომ კოდორის ხეობა. პრემიერი ასევე გამოვიდა ინიციატივით და აფხაზებს ფართო უფლებების მქონე ავტონომია შესთავაზა. მისივე
თქმით, აფხაზების მიერ დამოუკიდებლობის მოთხოვნა უტოპიური გეგმაა (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით