უშიშროების საბჭოს სხდომა - კვირის პალიტრა

უშიშროების საბჭოს სხდომა

უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმების საკითხზე ითათბირეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. `ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის საკითხი და ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით შეიქმნა", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, გაანალიზდა არსებული საფრთხეები და დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი კოორდინირებულად გადადგამს. `ჩვენ დღეს ვაჩვენეთ ყველას, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის განმარტებით, არ არსებობს საკითხი, რომელზეც მთავრობა და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდებიან (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).