უშიშროების საბჭოს სხდომა
03-11-2014
უშიშროების საბჭოს სხდომა
უშიშროების საბჭოს სხდომას, რომელზეც რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის შეთავაზებულ შეთანხმების საკითხზე ითათბირეს, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც დაესწრო. `ჩვენ განვიხილეთ აფხაზეთის საკითხი და ვისაუბრეთ იმაზე, როგორ უნდა ვუპასუხოთ ურთულეს ვითარებას, რომელიც აფხაზეთთან დაკავშირებით შეიქმნა", - განაცხადა სხდომის დასრულების შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისი თქმით, გაანალიზდა არსებული საფრთხეები და დაიგეგმა ნაბიჯები, რომელსაც მთავრობა, პრეზიდენტი და პარლამენტი კოორდინირებულად გადადგამს. `ჩვენ დღეს ვაჩვენეთ ყველას, რომ ნამდვილად შეგვიძლია ერთად მუშაობა", - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერის
განმარტებით, არ არსებობს საკითხი, რომელზეც მთავრობა და პრეზიდენტი ვერ შეთანხმდებიან (სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
 როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ აფასებთ ნათია თურნავას დანიშვნას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პოსტზე?
თვის კითხვადი სტატიები