პრეზიდენტმა რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ესტონეთში ყოფნისას რუსეთის პოლიტიკაზე ისაუბრა: "დროა, ყველამ გაიგოს, ბატონ პუტინს საქართველოსთვის

ნამდვილად არ სურს კარგი არაფერი. პუტინის წარმოდგენით ქართველი ხალხი არის დაახლოებით ასეთი: ვირს რომ წინ თივას დაუკიდებ და ამ სატყუარას ქნევით რაზეც გინდა, წამოიყვან...

პუტინს ნამდვილად ზერელე წარმოდგენა აქვს იმაზე, თუ რა არის საქართველო და ქართველი ხალხი. ის ხალხი, ვინც მასთან დადის, შეიძლება მართლაც აგონებდეს რომელიმე მისთვის ნაცნობ ცხოველს, მაგრამ საქართველოს არ იცნობს და არ იცის, რა არის ქართველი ხალხის გონიერება, ღირსება, რაციონალური აზროვნება და გამბედაობა". სააკაშვილის თქმით, საჭიროა მუშაობის გააქტიურება და თავის დანებება იმ ილუზიისთვის, რომ შაჰ-აბასი, მურვან ყრუ, რომელიმე ყაენი ან პუტინი საქართველოს რაიმეს ნებით დაუთმობს, დაუბრუნებს ან გულში ჩაიკრავს.