პრეზიდენტს შეკითხვებით მიმართეს - კვირის პალიტრა

პრეზიდენტს შეკითხვებით მიმართეს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა ცესკოს თავმჯდომარის კანდიდატების შერჩევის თაობაზე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილს შეკითხვებით მიმართეს. მათ აინტერესებთ,

რატომ შეარჩია პრეზიდენტმა ის კანდიდატები, რომლებიც თითო-თითო არასამთავრობო ორგანიზაციამ დაასახელა და გამორიცხა კანდიდატი, რომელსაც 27-მა არასამთავრობო ორგანიზაციამ დაუჭირა მხარი.

"პრეზიდენტის პრესსპიკერმა საზოგადოებას მიაწოდა ინფორმაცია შერჩეული კანდიდატების განათლებისა და სამუშაო გამოცდილების შესახებ, მაგრამ უცნობია, რით იყო არასაკმარისი ჩვენი დასახელებული კანდიდატების განათლება და საარჩევნო გამოცდილება. რატომ შეარჩიეთ ერთ-ერთ კანდიდატად ბატონი ლევან თარხნიშვილი, რომლის გადაყენებაც ოპოზიციის დიდი ნაწილის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა იყო?" - ნათქვამია მიმართვაში.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტმა ცესკოს თავმჯდომარედ დაამტკიცა ზურაბ ხარატიშვილი, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაცია "ალპემ" დაასახელა.