"ზურაბ ნოღაიდელი ახალი მეხუთე კოლონის წევრი გახდა" - კვირის პალიტრა

"ზურაბ ნოღაიდელი ახალი მეხუთე კოლონის წევრი გახდა"

საპარლამენტო უმრავლესობის წევრ ნუგზარ წიკლაურის შეფასებით, ზურაბ ნოღაიდელი ახალი მეხუთე კოლონის ბანალური წევრი გახდა. "ზურაბ ნოღაიდელი

მორალური კრიზისის" გამო უკვე აღარ არის ქართული პოლიტიკის ნაწილი. მას შემდეგ, რაც ნოღაიდელმა თავისი რეიტინგები ნახა და გაარკვია, რომ ქართველი ხალხი მის არჩევას არ აპირებდა, გადაწყვიტა, ხელისუფლებაში ქართველი ხალხის დახმარებით თუ არა, რუსების დახმარებით მოვიდეს", - აცხადებს ნუგზარ წიკლაური და ვარაუდობს, რომ ზურაბ ნოღაიდელის გარშემო კიდევ გაერთიანდებიან პოლიტიკური ძალები, რომლებიც ადრე ვერ ბედავდნენ ოკუპანტებთან მეგობრობას და მისგან დაფინანსების სურვილის საჯაროდ დაფიქსირებას.