გაეროს ტრიბუნალის შექმნა სთხოვეს - კვირის პალიტრა

გაეროს ტრიბუნალის შექმნა სთხოვეს

ლეიბორისტული პარტია" საქართველოს ხელისუფლების ქმედებების გამოსაძიებლად გაეროს უშიშროების საბჭოს სპეციალური სასამართლო ტრიბუნალის შექმნას სთხოვს.

როგორც "ლეიბორისტული პარტიის" პოლიტიკურმა მდივანმა გიორგი გუგავამ განაცხადა, სააკაშვილის რეჟიმი საფრთხეს უქმნის მშვიდობას როგორც ქვეყანაში, ასევე მის საზღვრებგარეთაც და მაგალითად მოიყვანა უკრაინის საპრეზიდენტო არჩევნების მსვლელობისას განვითარებული მოვლენები.

მისი თქმით, საქართველოდან უკრაინაში მიხეილ სააკაშვილმა დივერსიული ჯგუფები გადასხა, რომლის მიზანიც იყო დესტაბილიზაციის გამოწვევა, რაც უტყუარი მტკიცებულებებით დადასტურდა. ამიტომაც სააკაშვილის კრიმინალური რეჟიმის პასუხისგებაში მიცემა გარდაუვალ აუცილებლობას წარმოადგენს. გიორგი გუგავა იმედოვნებს, რომ გაერო ამ პროცესში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს. "ლეიბორისტების" მიმართვა გაეროს უკვე გაეგზავნა.