"ხალხის პარტიამ"" ხელმოწერების შეგროვება განაახლა - კვირის პალიტრა

"ხალხის პარტიამ"" ხელმოწერების შეგროვება განაახლა

"ხალხის პარტიამ" თავის პროექტებზე ხელმოწერების შეგროვება მეტროსადგურ  "რუსთაველთან" განაახლა.

როგორც ჟურნალისტებს პარტიის ლიდერმა კობა დავითაშვილმა განუცხადა, უკვე მოგროვებულია ხელმოწერათა დიდი ნაწილი, რომელიც თითოეული კანონპროექტისთვის 28000-ს გასცდა. დავითაშვილმა იმედი გამოთქვა, რომ თვის ბოლომდე საჭირო რაოდენობის ხელმოწერა მოგროვდება, რის შემდეგაც კანონპროექტებს ხელმოწერებითურთ პარლამენტში შეიტანენ. "ხალხის პარტია" ხელმოწერებს აგროვებს 4 კანონპროექტზე, რომლებიც შეეხება საპენსიო ასაკის დაწევას, პენსიის სტაჟისა და დამსახურების მიხედვით გაცემას, მცირე მეწარმეთათვის ფიქსირებული გადასახადისა და პარიტეტის დაწესებას საარჩევნო სისტემაში, ასევე თბილისის მერის არჩევნებში 50%-იანი ბარიერის შემოღებას.