დსთ-დან საქართველოს გამოსვლის პროცესი დასრულდა
2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება შეიტანა, რომ საქართველო "თანამეგობრობას"
ტოვებს.
""ოფიციალურად ეს პროცესი ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დასრულდა, თუმცა საქართველო რჩება 75 ხელშეკრულების მონაწილედ და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს ურთიერთთანამშრომლობა დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ურთიერთპატივისცემის პრინციპით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ.