დსთ-დან საქართველოს გამოსვლის პროცესი დასრულდა - კვირის პალიტრა

დსთ-დან საქართველოს გამოსვლის პროცესი დასრულდა

2008 წლის 18 აგვისტოს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ დსთ-ის აღმასრულებელ კომიტეტში განცხადება შეიტანა, რომ საქართველო "თანამეგობრობას"

ტოვებს.

""ოფიციალურად ეს პროცესი ერთი წლის განმავლობაში გრძელდებოდა და დასრულდა, თუმცა საქართველო რჩება 75 ხელშეკრულების მონაწილედ და გამოთქვამს მზადყოფნას, გააგრძელოს ურთიერთთანამშრომლობა დსთ-ის წევრ ქვეყნებთან ურთიერთპატივისცემის პრინციპით", - განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით ჯალაღანიამ.