"დაიწყება ექსკურსიები კორუმპირებულთა სასახლეებში" - კვირის პალიტრა

"დაიწყება ექსკურსიები კორუმპირებულთა სასახლეებში"

ლეიბორისტული პარტიის" ლიდერებმა დიდ დიღომში, მცხეთა-მთიანეთის გუბერნატორ ცეზარ ჩოჩელის სახლთან საპროტესტო აქცია გამართეს. "როგორც შალვა

ნათელაშვილმა განაცხადა, აგარაკის აშენება ცეზარ ჩოჩელს 35 მლნ ლარამდე დაუჯდა, რაც მან სხვადასხვა კორუმპირებული საქმიანობით მიითვისა. ნათელაშვილის განცხადებით, სასახლე, რომელიც ხალხისგან მითვისებული ფულით ააშენა, ჩოჩელს აუცილებლად უნდა ჩამოერთვას და მიუსაფარ ბავშვთა სახლად გადაკეთდეს: "პარტია დღეიდან კორუმპირებულთა სასახლეებში ექსკურსიებს იწყებს'' და კიდევ ბევრი პირის მხილება იგეგმება. ლეიბორისტები'' ჩინოვნიკების იმ სახლებსაც ესტუმრებიან, რომლებიც მათ ოჯახის წევრებისა და ნათესავების სახელზე აქვთ გაფორმებული".