"პოლიტიკური ავანტიურისათვის პასუხი უნდა აგონ" - კვირის პალიტრა

"პოლიტიკური ავანტიურისათვის პასუხი უნდა აგონ"

"ალიანსი საქართველოსთვის"ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძისა და სხვათა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს.

ირაკლი ალასანიას განცხადებით, "ალიანსი" მიუღებლად მიიჩნევს უხეშ ჩარევას უკრაინის შიდაპოლიტიკურ საქმეებში. მიხეილ სააკაშვილის ხელისუფლებამ საფრთხის ქვეშ დააყენა ორ ქვეყანას შორის კეთილმეზობლური ურთიერთობის მომავალი. მიგვაჩნია, რომ ქვეყნისათვის მიყენებული ზარალის მასშტაბი იმდენად დიდია, რომ ამ პოლიტიკური ავანტიურისათვის ხელისუფლების მაღალი თანამდებობის პირების: ვანო მერაბიშვილის, გივი თარგამაძის და სხვათა თანამდებობრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს".