"ქართული აკადემია" შავ პიარკამპანიაზე საუბრობს - კვირის პალიტრა

"ქართული აკადემია" შავ პიარკამპანიაზე საუბრობს

"ქართულმა აკადემიამ" ჯერ კიდევ  გასული წლის 26 დეკემბერს განაცხადა,  რომ ორგანიზაციაზე პროპაგანდისტული შეტევა მზადდებოდა.

"ვარაუდი მართლდება. 16 იანვარს ტელეკომპანია "იმედზე" ვახო სანაიას "სპეციალურ რეპორტაჟში" "ქართველები საქართველოს წინააღმდეგ" ლაპარაკი იყო საქართველოში რუსეთის ექსპანსიური პოლიტიკის დღევანდელ მხარდამჭერებსა და ამდენად ქართველი ხალხის ეროვნული და სახელმწიფოებრივი ინტერესების მოწინააღმდეგეებზე ("მეხუთე კოლონაზე"). საუბრისას ნაჩვენები იქნა "ქართული აკადემიის" წევრი ალექსანდრე (ნუკრი) ქანთარია.  ჟურნალისტ ვახო სანაიასაგან კატეგორიულად მოვითხოვთ, წარმოადგინოს დასაბუთებული განმარტება, რის საფუძველზე მოხვდა ნუკრი ქანთარია ე. წ. მეხუთე კოლონის რიგებში", - აცხადებს "ქართული აკადემია" და დასძენს, რომ  წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოში სარჩელს შეიტანს.