ჟვანიას ცხედრის ექსპერტი გარდაცვლილი იპოვეს
17-11-2014
ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას ცხედრის ექსპერტიზაში მონაწილე პათანატომი მამუკა ჩხაიძე საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, ჩხაიძის გარდაცვალების ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, რადგან ოჯახს პრეტენზიები არ ჰქონია. არ ჩატარებულა არც ექსპერტიზა. ცნობილია, რომ ის ბოლო ხანს ყოფილი პრემიერის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით რამდენჯერმე დაკითხვაზე იყო პროკურატურაში.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით