კახა ბენდუქიძე გულის უკმარისობით გარდაიცვალა - კვირის პალიტრა

კახა ბენდუქიძე გულის უკმარისობით გარდაიცვალა

ეკონომიკის ყოფილი მინისტრი და თავისუფალი უნივერსიტეტის დამფუძნებელი კახა ბენდუქიძე 58 წლის ასაკში გარდაიცვალა. ახლობლების ინფორმაციით, გარდაცვალებამდე ორი კვირით ადრე მან შვეიცარიის ერთ-ერთ კლინიკაში გულის სტენტირების ოპერაცია გაიკეთა, შემდეგ კი ლონდონში გაემგზავრა, სადაც ერთ-ერთ სასტუმროში გულის უკმარისობით გარდაიცვალა. დიდი ხნის განმავლობაში რუსეთში მცხოვრები წარმატებული ბიზნესმენი საქართველოში ზურაბ ჟვანიას ინიციატივით დაბრუნდა. კახა ბენდუქიძის ცხედარს ექსპერტიზა ორშაბათს ჩაუტარდება, რის შემდეგაც მას სამშობლოში გადმოასვენებენ.