საქართველოს ჯორჯ სოროსი სტუმრობდა
17-11-2014
ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" 20 წლის იუბილესთან დაკავშირებით საქართველოს ჯორჯ სოროსი სტუმრობდა. მან საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში თბილისის ხუთი უნივერსიტეტის 250-მდე სტუდენტს ლექცია წაუკითხა. "ცხადია, საქართველოს არ აქვს რესურსი, რუსეთს დაუპირისპირდეს. ასეთი შეცდომა ერთხელ უკვე დაუშვა სააკაშვილმა, რომელიც იმ პერიოდში პრეზიდენტმა ბუშმა წაახალისა. სააკაშვილს ეგონა, რომ ამერიკა მოვიდოდა და უშველიდა, მაგრამ ცხადია, ასე არ მოხდა. ამიტომ, ვერ ვხედავ სამხედრო პრობლემის სამხედრო გადაწყვეტილებებით გადაჭრის გზას, თუმცა, რუსეთში რეჟიმის შეცვლას შეიძლება მოჰყვეს
რეჟიმების ცვლილება ოსეთსა და აფხაზეთში," - განაცხადა ჯორჯ სოროსმა. სტუმარი საქართველოს პრეზიდენტსა და პრემიერ-მინისტრსაც შეხვდა.

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით