"ნაციონალური მოძრაობის" აქცია - კვირის პალიტრა

"ნაციონალური მოძრაობის" აქცია

რუსთაველის გამზირზე "ნაციონალური მოძრაობის" მიერ ორგანიზებული აქცია "არა ანექსიას" საქართველოს ჰიმნით გაიხსნა და დასრულდა. აქციაზე გამომსვლელმა პარტიის ლიდერებმა ქვეყნის ტერიტორიის ანექსიასთან ერთად ხელისუფლების საგარეო პოლიტიკაც გააპროტესტეს. აქციის მონაწილეებს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა უკრაინიდან მიმართა. "ჩვენ უნდა დავანახოთ საქართველოს მთავრობას, რომ ერი ერთიანი და შეუვალია, განსაკუთრებით მაშინ, როცა დიდი საფრთხე გვემუქრება და, როცა საქმე ჩვენი ერის თავისუფლებას, მომავალს, დამოუკიდებლობას და მთლიანობას ეხება. დღეს ჩვენ მთელი მსოფლიო გვიყურებს, რადგან იქ, სადაც მთავრობა დუმს, ხალხმა ამოიღო ხმა... დღეს, ჩვენ ყველამ თბილისში ღირსების აღლუმი მოვაწყვეთ", - განაცხადა სააკაშვილმა.