თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრია - კვირის პალიტრა

თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა მინისტრია

საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილეობიდან ჯერ გადამდგარი, შემდგომ კი უკან დაბრუნებული თამარ ბერუჩაშვილი უკვე საგარეო საქმეთა მინისტრია. მისი, როგორც საჯარო მოხელის, ბიოგრაფია, საკმაოდ ვრცელია. ის მუშაობდა ჯერ შევარდნაძის, შემდეგ კი სააკაშვილის მთავრობაში. აწ უკვე მინისტრი თამარ ბერუჩაშვილი საგარეო საქმეთა სამინისტროს დროებით დატოვებას "ემოციურ-სოლიდარულ გაუგებრობას" უწოდებს. როგორც საგარეო უწყების ხელმძღვანელად წარდგენისას განაცხადა, მისი ეჭვი ქვეყნის საგარეო კურსის ცვლილებასთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე საათს გაგრძელდა. "კურსი შეუქცევადია. ეს არის ჩვენი ეროვნული და ეგზისტენციალური არჩევანი. არც ერთ მთავრობას არ ექნება იმის ფუფუნება, რომ ამ კურსს გადაუხვიოს," - განაცხადა ბერუჩაშვილმა.