პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა - კვირის პალიტრა

პრეზიდენტმა პარლამენტს მიმართა

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი პარლამენტს სტუმრობდა, რომლის ტრიბუნიდანაც ქართველ საზოგადოებასა და ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს მიმართა. პრეზიდენტის გამოსვლა კრიტიკული იყო და არაერთ საკითხს ეხებოდა. "პოლიტიკურ პროცესთა მიზეზი უფრო ღრმაა, ვიდრე "თავისუფალი დემოკრატების" შეუთავსებლობა კოალიციის დღის წესრიგთან. ბოლო ერთი წლის განმავლობაში არაერთხელ აღმინიშნავს, რომ ინსტიტუტების უპატივცემულობა, დაბალანსებისა და ძალთა გადანაწილების პრინციპების უგულებელყოფა სახელმწიფო სისტემას სირთულეებს შეუქმნიდა; ასეც მოხდა. ბოლო დღეებში უკვე გაურკვეველი იყო, ვის ემსახურება ინსტიტუტები, საკუთარ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას, თუ სახელმწიფოს..." - განაცხადა პრეზიდენტმა. მან პროკურატურაში მიმდინარე პროცესებიც კრიტიკულად შეაფასა.