ოკუპანტებმა პერევში კონტროლი გაამკაცრეს - კვირის პალიტრა

ოკუპანტებმა პერევში კონტროლი გაამკაცრეს

"რუსმა ოკუპანტებმა საჩხერის რაიონის სოფელ პერევის უკანონო ბლოკპოსტზე კონტროლი გაამკაცრეს", - განაცხადა საჩხერის გამგებელმა ზურაბ ცერცვაძემ. მისი

ინფორმაციით, რუსი ოკუპანტები ბლოკპოსტზე გადამსვლელ ყველა მოქალაქეს აღრიცხავენ.

"ყველა მოქალაქეს სპეციალურ ჟურნალში აღრიცხავენ. 2-3 სამხედროს ნაცვლად, პოსტზე ახლა 50-60 სამხედრო მორიგეობს. ისინი საჩხერე-პერევის ყველა ავტობუსს აჩერებენ, მგზავრებს ბარგსა და დოკუმენტებს უმოწმებენ, რასაც ხშირად 2 საათი სჭირდება. ეს რეჟიმი 10 იანვრის შემდეგ მოქმედებს"", - აღნიშნა ზურაბ ცერცვაძემ.