ბურჯანაძეს 1 251 487,6 ლარის გადახდა დაეკისრა - კვირის პალიტრა

ბურჯანაძეს 1 251 487,6 ლარის გადახდა დაეკისრა

თბილისის საქალაქო სასამართლოს ინფორმაციით, ნინო ბურჯანაძის სასარჩელო განცხადება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის

თბილისის რეგიონული ცენტრისა და სხვათა მიმართ არ დაკმაყოფილდა.

საქმის სასამართლო განხილვისას დადგინდა, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2008 წლის 8 მაისის განკარგულებით ნინო ბურჯანაძეს სიმბოლურ ფასად (1 ლარად) მიჰყიდეს დაბა წყნეთში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 12.109.997 ლარის ღირებულების სააგარაკე სახლი, მასზე დამაგრებული მიწის ნაკვეთით. ""ნინო ბურჯანაძემ უძრავი ქონება სიმბოლურ ფასად შეისყიდა. მოქმედი საგადასახადო კანონმდებლობის თანახმად, მას საგადასახადო ორგანოებში უნდა წარედგინა წლიური დეკლარაცია და 2009 წლის 1-ელ აპრილამდე სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ საშემოსავლო და სხვა გადასახადები გადაეხადა... იმის გათვალისწინებით, რომ ნინო ბურჯანაძემ დროულად არ შეასრულა კანონისმიერი ვალდებულებები, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის თბილისის რეგიონულმა ცენტრმა სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დააკისრა 1.251.487,6 ლარის  გადახდა"", - ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.