ქართველი პატიმრების ამბოხება ათენში - კვირის პალიტრა

ქართველი პატიმრების ამბოხება ათენში

ათენში, კორიდალოს ციხეში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა ამბოხება მოაწყვეს. ბერძნული გამოცემა GreekReporter-ის ინფორმაციით, ექვსი ქართველი პატიმარი ციხიდან გაქცევას შეეცადა. პოლიციის განცხადებით, ერთ-ერთი ქართველი პატიმრის ბებიამ შვილიშვილისთვის ნარკოტიკის გადაცემა სცადა. მას შემდეგ, რაც ციხის ბადრაგმა ეს ფაქტი აღკვეთა, ციხის კლინიკაში მყოფმა ქართველმა პატიმრებმა ხმაური ატეხეს, მათ შეუერთდა ათენის ციხეში მყოფი 25 ქართველი პატიმარიც. ბერძნული გამოცემის ცნობით, პატიმრებმა კონტროლი დაამყარეს ციხის კლინიკაში და ციხეში არსებული პირობები გააპროტესტეს. ამბოხება მხოლოდ მას შემდეგ ჩაწყნარდა, რაც კორიდალოს ციხეში სპეცდანიშნულებისა და ტერორიზმთან ბრძოლის რაზმები შევიდნენ. ინციდენტის დროს სამი ბადრაგი დაშავდა.