გმირის დედა - კვირის პალიტრა

გმირის დედა

საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედა ლალი ანწუხელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩავარდა. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. მოგვიანებით, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც ასახულია  ჯარისკაცი, რომელიც არაადამიანურ წამებას საოცარი ვაჟკაცობით იტანს. ლალი ანწუხელიძის დაკრძალვის ხარჯი სახელმწიფომ გაიღო.