გმირის დედა
24-11-2014
საქართველოს ეროვნული გმირის, გიორგი ანწუხელიძის დედა ლალი ანწუხელიძე 55 წლის ასაკში გარდაიცვალა. გიორგი ანწუხელიძე 2008 წლის 9 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს, ერთ-ერთი შეტაკების შემდეგ ტყვედ ჩავარდა. 2008 წლის ნოემბრამდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლებოდა, მაგრამ მას შემდეგ, რაც ცხინვალიდან ათი ქართველის ცხედარი გადმოასვენეს, გენეტიკური ექსპერტიზით დადგინდა, რომ ერთ-ერთი მათგანი გიორგი ანწუხელიძე იყო. მოგვიანებით, ინტერნეტით გავრცელდა ვიდეოფირი, სადაც ასახულია  ჯარისკაცი, რომელიც არაადამიანურ წამებას საოცარი ვაჟკაცობით იტანს. ლალი ანწუხელიძის დაკრძალვის ხარჯი სახელმწიფომ გაიღო.

luxo
25 ნოემბერი 2014 15:13
დედის ცრემლზე . . .
”იმ ადგილას კი, ისეთი ბუჯღ-ბუჯღა იები იცოდა, თითქოს მთელი
ქვეყნის დედებს აქ უტირიათო” გოგლა
შესწრებიხართ? აფხაზეთში ვარსკვკავთა ციმციმს,
როცა ირგვლივ ყინვა დაწრწის, ზემთრის სუნთქვა ისმის,
საფლავთან რომ გაიხსნება, ცივი პირი მიწის,
ია მოვა ბუჯღა-ბუჯღა, უამავი ისიც.
. . . ასე თურმე დედის ცრემლით, ნატირალზე იცის.
ღმერთო, ღმერთო! ნუ გაგვწირავ შვილებს ერთი მიწის,
შემაგებე აფხაზეთში სამეგობრო სიცილს.
რა ხანია ცეცხლი ჩაქრა, არც თოფის ხმა ისმის,
ცაში კვამლი რად არ ქრება, რად არ ქრება ნისლი,
რად ხარხარებს ეშმა ისევ, რად ვერ ძღება სისხლით.
ღმერთო! ღმერთო! დააწყნარე ბოროტება მისი.
ღმერთო! ჩემ მტერს და მოშურნეს ცოტა-ცოტაც ჩასცხე,
ავად აღარ ისისინოს, არ მიქსოვდეს ხლართებს,
ძმებს სამტროდ არ მიმხედრებდეს, არ მიქრობდეს სანთელს,
მივცემ რა სურს, რა წავართვი, ან მისი რა მმართებს.

რედაქტორის რჩევით