ჩაჩუას 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა - კვირის პალიტრა

ჩაჩუას 10.000-ლარიანი გირაო შეეფარდა

თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სამედიცინო ექსპერტი ლევან ჩაჩუა 10.000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის განყოფილების ყოფილი გამგე ლევან ჩაჩუა პროკურატურამ სამსახურებრივი გულგრილობის ფაქტზე 2014 წლის 20 მარტს დააკავა. პროკურატურის ვერსიით, 2005 წლის 3 თებერვალს ლევან ჩაჩუამ ყოფილი პრემიერ-მინისტრ ზურაბ ჟვანიასა და რაულ იუსუპოვის გარდაცვალების საქმეზე სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის ჩატარების მიზნით გვამების გამოკვლევისას გამოიჩინა გულგრილობა და სამსახურებრივი მოვალეობა არაჯეროვნად შეასრულა.