პატიმრები გუანტანამოს საპატიმროდან - კვირის პალიტრა

პატიმრები გუანტანამოს საპატიმროდან

საქართველოში გუანტანამოს საპატიმროდან სამი ყოფილი პატიმარი უკვე  გადმოიყვანეს. "2014 წლის 21 ნოემბერს გუანტანამოს საპატიმროდან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ამერიკის შეერთებული შტატების თხოვნის საფუძველზე, დაბალი რისკის მქონე სამი ყოფილი პატიმარი საქართველოში ჩამოვიყვანეთ. ამ პირების საქართველოში ყოფნა უსაფრთხოა. ისინი აქ იცხოვრებენ რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის ჰუმანიტარული პროგრამის ფარგლებში", - აცხადებენ შსს-ში (ვრცლად იხ. გვ. 14, სიუჟეტი იხ. www.palitratv.ge-ზე).