საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს - კვირის პალიტრა

საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს

საქართველოს საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას მიმართავს. საქმე შეეხება რუსეთის ფედერაციის მიერ აფხაზეთთან ე. წ. ხელშეკრულების გაფორმების საკითხს.  განცხადებაში საგარეო უწყება საერთაშორისო თანამეგობრობას სთხოვს, სათანადო შეფასება მისცეს რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ გადადგმულ ნაბიჯს. სამინისტრო ასევე მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებრიობას, გამოიყენოს ყველა ბერკეტი, რათა ხელი ააღებინოს რუსეთის ფედერაციას საქართველოს წინააღმდეგ მიმართულ აგრესიულ ქმედებებზე. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ საქართველო არასდროს შეეგუება ტერიტორიული მთლიანობის შელახვას და არანაირ კომპრომისზე არ წავა.