ფედერიკა მოგერინი გვირჩევს - კვირის პალიტრა

ფედერიკა მოგერინი გვირჩევს

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინიმ საქართველოს მთავრობას რეკომენდაციები მისცა. მისი თქმით, აუცილებელია ქვეყანამ თავიდან აიცილოს პოლიტიკური პოლარიზაცია, ამისთვის კი საჭიროა ოპოზიციურ პარტიებთან დიალოგი. მანვე საქართველოს მოუწოდა, გააგრძელოს რეფორმები სასამართლო სისტემისა და კანონის გაუმჯობესებისთვის. მოგერინის განცხადებით, ნებისმიერი სამართლებრივი დევნა უნდა იყოს გამჭვირვალე, მიუკერძოებელი და მკაცრად უნდა აკმაყოფილებდეს ასოცირების შეთანხმებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.