"რაც უკრაინაში ხდება, რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელებაა" - კვირის პალიტრა

"რაც უკრაინაში ხდება, რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელებაა"

პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ნატოს გენერალურ მდივან იენს სტოლტენბერგს შეხვდა, რის შემდეგაც განაცხადა, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი ურყევია. მისივე თქმით: "ის, რაც უკრაინაში ხდება, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის გაგრძელებაა". იენს სტოლტენბერგის განცხადებით კი, ნატო მიესალმება საქართველოს ერთგულებას დასავლური კურსისადმი. "ვაგრძელებთ მუშაობას იმ პაკეტზე, რომელზეც შევთანხმდით უელსში. ეს არის პაკეტი, რომელიც გააძლიერებს საქართველოს თავდაცვისუნარიანობას. ეს გახლავთ ერთობლივი წვრთნები, ნატო-საქართველოს საწვრთნელი ცენტრის შექმნა. ამას ვაკეთებთ, რადგან საქართველოს სუვერენიტეტს პატივს ვცემთ", - აღნიშნა სტოლტენბერგმა.